ქართული ფოლკლორი
სასწავლო პროექტი მუსიკაში
1. პროექტის სახელწოდება: ქართული ფოლკლორი
2. პროექტის მთავარი იდეა: ბავშვები გაეცნობიან ფოლკლორის ნიმუშებს. შეხვდებიან ხალხური სიმღერების შემსრულებლებს. მოახდენენ ქართული ფოლკლორის სახეობების პოპულარიზაციას სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით.
3. პროექტის აქტუალობა:
რადგან
დღესდღეობით პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკები აუცილებელი გახდა ფოლკლორის მიმართ საზოგადოებისადმი მეტი ინტერესის გაღვივება,რომ ვაჩვენოთ მათ რამდენად მდიდარია დაღირებული იგი.
4.პროექტის მიზნები: განუვითაროს მოსწავლეებს სწორი შეფასების უნარი თუ რამდენად ღირებულია და მდიდარია ფოლკლორი თანამედროვე მუსიკასთან შედარებით. შეიყვარონ იგი და განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარი,რომ მოიძიონ ძველი ხალხური სიმღერები, შეინახონ და პატივი სცენ მათ.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
3 თვე
7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფოლკლორის სახეების შესახებ კუთხეების მიხედვით. შეხვდებიან ცნობილ ფოლკლორისტებს, აიღებენ ინტერვიუებს, გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ პრეზენტაციას რომელსაც განათავსებენ ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ლიტერატურა, კომპიუტერი, ვიდეოკამერა.
9. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი), მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური სიმღერების შესახებ,დაახარისხებენ მათ და დააჯგუფებენ სახეობისა და კუთხურობის მიხედვით. მოაწყობენ გასვლებს და შეხვდებიან აჭარაში ცნობილ გუნდებს და მათ წარმომადგენლებს; აიღებენ ინტერვიუებს და ჩაიწერენ სიმღერებს განსაკუთრებით ისეთ ხალხურ სიმღერებს, რომლებიც უძველესია და შეიძლება დავიწყებას მიეცეს. გადაიღებენ სურათებს. შემდეგ ამ ყველა ინფორმაციას დაახარისხებენ და გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელსაც წარუდგენენ ფართო აუდიტორიას და გაავრცელებენ სოციალურ ქსელებში, რომ მოხდეს მისი პოპულარიზაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ხელოვნება, გეოგრაფია, ისტორია
11. პროექტის ხელმძღვანელი:
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment